სვეტიცხოველი – XI საუკუნის საკათედრო ტაძარი, ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლია, რომელიც შედის იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. დღეს-დღეობით ტაძარი წარმოადგენს ტურისტებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ატრაქციას.