მამაკაცის ტრადიციული სამოსი ჩოხა-ახალუხი – ქართულ წყაროებში გვხვდება IX საუკუნიდან, რომელიც წარმოადგენს კაბების სახის სამოსელს განეკუთვნება. მათი საერთო ნიშანია მკვეთრად გამოყვანილი წელი, განიერი ბოლო, მრავალკალთიანობა, ჩახსნილი წინა მხარე და ნაოჭიანი კალთა. არსებობს ე.წ. სამამაკაცო და სადიაცო ჩოხები.