ლეგენდა საქართველოზე – სამყაროს შექმნის შემდეგ ღმერთმა შეკრიბა ყველა ერი და გადაწყვიტა გაენაწილებინა მათთვის ქვეყანა. ამ შეკრებაზე ქართველებმა დააგვიანეს, რადგან ამ დროს ღმერთს ადიდებდნენ და მის სადღეგრძელოს სვამდნენ. როცა ისინი ღმერთთან მივიდნენ, ღმერთმა აუწყა, რომ უკვე გაენაწილებინა სამყარო. ქართველებმა აუწყეს დაგვიანების მიზეზი, რომ ისინი მისი სადიდებელი სადღეგრძელოს გამო შეყოვდნენ. მოუსმინა რა ღმერთმა, უთხრა რომ ისინი ამიერიდან მისთვის შემონახულ ადგილას დასახლდებოდნენ. ასე აღმოჩდნენ ქართველები სამოთხის იმ პატარა ნაწილში, რომელიც მათ ღმერთმა უბოძა. ამ ლეგენდის მოთხრობის შემდეგ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მიწა-წყალი სწორედ ღმერთმა გვიბოძა, რომ ჩვენი ქვეყანა პატარა სამოთხეა, ლამაზი ბუნებით: მთებით, ზღვით და ა. შ., უხვ-მოსავლიანი მიწით, მდებარეობით და რაც მთავარია ხალხით, ჩვენი სტუმართმოყვარეობით, რომ ყველა სტუმარი ქართველისთვის ღმერთისგან ნაბოძები საჩუქარია, რაშიც ისინი მოგზაურობის განმავლობაშიც დარწმუნდებიან.